ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„შეერთებული შტატები რუსეთის მეზობლებს ტოვებს“


წერილის ავტორია მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური საკითხების მკვლევარი და ბუშის ადმინისტრაციის დროს ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დევიდ კრამერი.

თქვენი ყურადღება გვსურს შევაჩეროთ გავლენიან ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურით - „შეერთებული შტატები რუსეთის მეზობლებს ტოვებს“ ავტორი კი მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური საკითხების მკვლევარი და ბუშის ადმინისტრაციის დროს ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დევიდ კრამერი გახლავთ, რომელიც არაერთხელ ყოფილა „ამერიკის ხმის“ ქართული გადაცემის სტუმარი. აი რას წერს ავტორი:

„14 წლის წინ, ამ ფურცლებზე მე დავწერე გამაფრთხილებელი სტატია, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის „დიდი გარიგების“ შესახებ, რომელიც ობამას ადმინისტრაციის მიერ მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილია.“ წერს ბატონი კრამერი.

მისი თქმით პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადმინისტრაცია კიდევ უფრო შორს წავიდა რუსეთთან ურთიერთობაში და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესების იგნორირება მოახდინა.

“ამის ყველაზე ნათელი მაგალითი კი ამ კვირას მოხდა. კონგრესისადმი გზავნილში, რომელიც თეთთრი სახლის მიერ რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის პაქტს თან ახლავს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა საქართველოში არსებულ მდგომარეობა აღარ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ამ აქტის მისაღებად.“ აღნიშნავს კრამერი.

მისი თქმით, საქმე იმაშია, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ამ 123-ე შეთანხმებას ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში მოაწერა ხელი, თუმცა კონგრესის განხილვიდან უკან გამოითხოვა, რადგან იცოდა, რომ რუსეთის საქართველში შეჭრის პიროებბში, კონგრესი ამ დოკუმენტს არ დაამტკიცებდა.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები კი განაგრძობენ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ოკუპაციას, კერძოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რითაც აშკარად არღვევენ ორ ქვეყანას შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ასევე მოსკოვი განაგრძობს სამხედრო ბაზების მშენებლობას ორივე რეგიონში, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. ვითარება ძალზედ დაძაბულია და ადვილი შესაძლებელია მისი ხელმეორედ აფეთქება.“ წერს კრამერი

მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ობამა და შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ ცნობენ რუსეთის გავლენის სფეროებს, მათი ქმედებები ამ განცხადებებს უფრო მეტ წონას სძენს. რეგიონის ქვეყნებისთვის ხელის კვრით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ რეგიონს რუსეთს გავლენის სფეროდ უთმობს.

XS
SM
MD
LG