ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილმა "კონკორდიას" სამიტს მიმართა


მიხეილ სააკაშვილმა "კონკორდიას" სამიტს მიმართა
მიხეილ სააკაშვილმა "კონკორდიას" სამიტს მიმართა

გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში გამართულ სამიტზე "კონკორდია" პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა.

-"როგორც ცნობილია სააკაშვილი კონკორდიას სამიტზე იმყოფებოდა ა.შ.შ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოწვევით და ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში რომ საქართველომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ისეთ გამოწვევებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით როგორიც არის ექსტრემიზმი, როგორიც არის ტერორიზმი. საქართველო აქტიურად მონაწილეობს კონტრტერორისტულ საქმიანობაში. ამის დადასტურებაა თუნდაც ის რომ 150-ამდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მსახურობს ავღანეთის ტერიტორიაზე, სადაც ნატოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ეგიდით მიმდინარეობს კონტრ- ტერორისტული ოპერაცია და ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის თავისი პოზიციის დაფიქსირება ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მითუმეტეს, როდესაც თვითონ საქართველო დგას ტერორისტული საფრთხის წინაშე, რადგანაც საქართველოს ტერიტორიაზე სამწუხაროდ განხორციელებულ იქნა რამდენიმე ტერორისტული და დივერსიული აქტი.

ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ ბარაკ ობამას მოწვევით საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა შეხვედრაზე, სადაც მან თავისი, საქართველოს პოზიცია დააფიქსირა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, აუცილებელია და მნიშვნელოვანია გარკვეული პრევენციული ზომების მიღება იმისთვის, რომ მომავალში საქართველომ თვიდან აიცილოს ტერაქტები და დივერსიული აქტები ქვეყნის ტერიტორიაზე და ამისათვის საჭიროა ერთის მხირვ უსაფრთხოების ძალების კიდევ უფრო გაძლიერება, შესაბამისი სტრუქტურების-ისეთი სტრუქტურების როგორიც არის მაგალითად საგარეო დაზვერვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტოროს კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების საქმიანობა,- უფრო გააქტიურებულ იქნას და გარდა ამისა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს ინტენსიური ურთიერთგაცვლა ინფორმაციისა სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების არსებობის შესახებ და ასევე ამ შემთხვევაში ბუნებრივია აუცილებელია დასავლეთის მხარდაჭერა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მითუმეტეს, რომ არსებობდა რამდენიმე მაგალითი, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ იქნა ტერორისტული აქტები.

თუმცა საბედნიეროდ, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ტერაქტების განხორციელების მცდელობა დროულად იქნა აღკვეთილი."-განაცხადა ბატონმა ნიკა ჩიტაძემ.

XS
SM
MD
LG