ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ჯანდაცვის რეფორმის გამარჯვებაში დარწმუნებულია


ობამას ადმინისტრაციას სჯერა, რომ უზენაესი სასამართლო კანონს კონსტიტუციურად სცნობს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ადმინისტრაციას ეჭვი არ ეპარება უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში. თეთრი სახლის თქმით განაჩენი პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის რეფორმის სასარგებლოდ იქნება მიღებული და უზენაესი სასამართლო კანონს კონსტიტუციურად აღიარებს.

მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომის მესამე დღეც ამოიწურა, თეთრ სახლში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც შეკითხვების უდიდესი ნაწილი სწორედ ჯანდაცვის რეფორმის შესახებ კანონის უზენაეს სასამართლოში გამართულ განხილვებს შეეხებოდა.

თეთრმა სახლმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც გენერალ დონალდ ვერილს იცავდა. გენერლის გამოსვლა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის მომხრეებს წარმოადგენდა, იურისტების მიერ შეფასებული იყო, როგორც ძალზე სუსტი. თეთრი სახლის სპიკერის თანაშემწის, ჯოშ ერნესტის თქმით უზენაეს სასამართლოში დასმული შეკითხვების და გაცემული პასუხების მიხედვით გადაწყვეტილების წინასწარმეტყველება არასერიოზული იქნებოდა. თუმცა, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ კანონს კონსტიტუციურად სცნობენ. შესაბამისად მისი დანერგვა და 2014 წელს საბოლოო ამოქმედებისთვის მზადება გრძელდება, განაცხადა სპიკერმა.

XS
SM
MD
LG