სომხეთის შაერთაშორისო აეროპორტის ზვარტნოცის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს თურქეთში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს თურქეთის ავიახაზი ერავანში ხსნის მის ოფისს და მალე დაიწყება ფრენები ერევნიდან ლოს-ანჟელესის მიმართულებით. ამ განცხადების თანახმად არ მოიპოვება რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ამ კომპანიის მიერ ერევანში ოფისის გახსნის თაობაზე. სომხეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დეპარტამენტის რწმუნებულმა სომხური ინტერნეტ ახალი ამბების სააგენტოს პან არმენიას განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია ყალბია. ეს ცნობა გაავრცელა თურქულმა გაზეთმა ჰურიეტმა. გაზეთის თანახმად თურქული ავიახაზების თავმჯდომარემ ჰამდი ტოფჩუ გასულ კვირას ლოს-ანჟელესში შეხვდა სომხური თემის წარმომადგელბს და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ მალე გაიხსნება ამ კომპანიის ოფისი ერევანში.
სომხეთის შაერთაშორისო აეროპორტის ზვარტნოცის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს თურქეთში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს თურქეთის ავიახაზი ერავანში ხსნის მის ოფისს და მალე დაიწყება ფრენები ერევნიდან ლოს-ანჟელესის მიმართულებით.
პოპულარული
1