ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთ ტერაქტს ჰქონდა ადგილი პაკისტანში


პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად პაკისტანის ჩრდილო დასავლეთში მეამბოხეებმა თავდასხმა განახორციელეს ავტოკოლონაზე, რომელსაც პაკისტანის უშიშროების ძალები იცავენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით მოკლულია სულ მცირე 5 კაცი. არიან დაჭრილები. დაუდასტურებელი ინფორმაციით მოკლულთა რიცხვი 11 კაცს აღწევს. განცხადების თანახმად თავდასხმას კურამის რეგიონში ჰქონდა ადგილი.

XS
SM
MD
LG