ფხენიანი მაღალ შეფასებას აძლევს გაეროს უშიშრობის საბჭოს განცხადებას, რომელშიც გმობენ სამხრეთ კორეული სამხედრო ხომალდის ჩაძირვის ფაქტს, რმაგრამ ამისათვის ბრალს არ დებენ ჩრდილოეთ კორეას. გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა ამ განცხადებას მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვება უწოდა. საგულისხმოა, რომ ფხენიანი სამხედრო ძალის გამოყენებით დაიმუქრა, თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამ ხომალდის ჩაძირვის გამო მის მიმართ რაიმე სასჯელის დაწესებას მიმართავდა. გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში, რომელიც ერთხმად მოიწონეს შეშფოთებას გამოხატავენ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგფის დასკვნის გამო, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეული ხომალდი ჩრდილოეთ კორეელების მიერ გაშვებული ტორპედოს აფეთქების გამო დაიღუპა. მიუხედავად ამისა გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში, გაითვალისწინეს რა ჩინეთის თხოვნა, კონკრეტულად არც ერთ სახლმწიფოს არ დებენ ბრალად ამ ხომალდის ჩაძირვას.
პოპულარული
1