ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისათვის ჯაშუშობაში ბრალდებული გაიქცა


რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 11 პირიდან ერთ-ერთი კვიპროსში გაუჩინარდა. იგი კვიპროსის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა და დღეს უნდა გამოცხადებულიყო ქალაქ ლარნაკას პოლიციის განყოფილებში. კვიპროსის პოლიციის განცხადების თანახმად ამჟამად მიმალვაში იმყოფება კანადის მოქალაქე ქრისტოფერ რობერტ მეტსოსი. უკვე გაცემულია მისი დაპატიმრების სანქცია.

XS
SM
MD
LG