ამერიკაში მდებარე კვლევითი და პოლიტიკური ცენტრი შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ობამას ადმინისტრაცია ფხენიანის და მისი ბირთვული პროგრამის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაშია დადანაშაულებული.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამერიკის მხრიდან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით დროული რეაგირების არ ქონა, მის ჩუმ ბირთვულ ძალად ჩამოყალიბებას გამოიწვევს.