ამერიკის ჯარების ერაყში შესვლის შემდგომი ღირშესანიშნავი თარიღები:
2003 წლის 20 მარტი -ამერიკის ჯარები ერაყში კუვეიტიდან შეიჭრნენ.
2003 წლის 9 აპრილი - ამერიკულმა ჯარმა ბაღდადი აირო და სადამ ჰუსეინის ქანდაკება ჩამოაგდო.
2003 წლის 1 მაისი - ჯორჯ ბუშის განცხადებით, ერაყში საომარი ოპერაციები დასრულებულია.
2003 წლის დეკემბერი - სადამ ჰუსეინს მშობლიურ ქალაქ ტიკრიტთან ახლოს იპყრობენ.
2006 წლის 22 თებერვალი - სამარაში შიიტურ სამლოცველოს ბომბავენ და ამით რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება იწყება.
2006 წლის 19 დეკემბერი - პრეზიდენტი ბუში აღიარებს, რომ ამერიკა ომს აგებს.
2006 წლის 30 დეკემბერი - სადამ ჰუსეინს სიკვდილით სჯიან.
2007 წლის 10 იანვარი - პრეზიდენტი ბუში ერაყში 21.000 - მდე დამატებითი სამხედროს შესვლის შესახებ აცხადებს.
2007 წლის მანძილზე ერაყში 900მდე ამერიკელი სამხედრო იღუპება.
2008 წლის 1 ნოემბერი - ამერიკა და ერაყი ერაყიდან ჯარების გამოყვანის თარიღს, 2011 წელს ასახელებენ.
2009 წლის 27 თებერვალი - ბაკარ ობამა ჯარების გამოყვანაზე, მაგრამ 50.000 სამხედროს 2011 წლამდე დატოვებაზე საუბრობს.
2010 წლის 24 აგვისტო - ერაყში, დაგეგმილამდე ერთი კვირით ადრე საომარი ოპერაციები სრულდება. ქვეყანაში 50.000 სამხედრო ერაყული ჯარის გასაწვრთნელად რჩება.