იაპონიისა და ჩინეთის პრემიერ მინისტრები ასეანის სამიტის დროს კულუარებში შეხვდნენ ერთმანეთს , შეხვედრა მიმართულია ორ ქვეყანას შორის შექმნილი დაძაბულობის გასანეიტრალებლად.
ვენ ჯიობაო და ნაოტო კანის პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, მას შემდეგ რაც ჩინეთმა იაპონია ვიეტნამში მიმდინარე სამიტის გარემოს დაძაბვაში დაადანაშაულა. ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობა ტერიტორიული დავის საფუძველზეა დაძაბული, რომელიც რამდენიმე კუნძულს შეეხება.
თავის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულება შესთავაზა მხარეებს. ამასთან დასძინა, რომ აშშ-ს კუნძულების სუვერენიტეტის მიმართ პოზიცია არ გააჩნია.