გაზეთ ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავღანეთის პრეზიდენტი თანაშემწე უშიშროების საკითხებში მოჰამედ ზია სალეჰი როგორც სჩანს წლების განმავლობაში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან ხელფასს იღებდა. ჯერ-ჯერობით სალეჰის არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია ამ ბრალდებაზე. როგორც ცნობაშია ნათქვამი ამ ეტაპზე არ არის ნათელი თუ რისთვის უხდიდნენ სალეჰს ამ ფულს - მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციისათვის, თუ კარზაის გარემოცვაში ამერიკული პოზიციის პოპულარიზაციისათვის.
პოპულარული
1