ვისაც კი უცდია ოდესმე ამერიკის საელჩოში ან საკონსულოში ამერიკაში შესასვლელი ვიზის მიღება კარგად უწყის თუ რამდენად რთულია ეს პროცესი. როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ მათ მიაჩნიათ, რომ უნდა გაუმჯობესდეს ვიზის გაცემისა და სხვა მომსახურება უცხოელებისთვის და რომ ისინი ამჟამად მუშაობენ ამ მიზნის მიღწევაზე. სწორედ ამ პრობლემას მიეძღვნა კაპიტოლიუმის ბორცვზე გამართული მოსმენები. დემოკრატ სენატორს ეიმი კლობუჩარს მინესოტიდან მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამერიკაში ტურისტების შეშვების პროცედურის გამოსწორებას.
-„ეს საკითხი პირდაპირპროპორციულად არის მიბმული ამერიკაში სამუშაო ადგილების შენარჩუნების საკითხთან. ყოველი უცხოელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის საშუალოდ 4 000 დოლარს ხარჯავს ამერიკაში. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. მაგალითისათვის გამოგვადგება 2009 წელი - უცხოელების მიერ ამერიკაში დახარჯული ფულით ჩვენ შევინარჩუნეთ 900 000 სამუშაო ადგილი და 23 მილიარდი დოლარი გავეცით ხელფასების სახით.“
როგორც კლობუჩარი ამტკიცებს 2000-იდან 2009 წლამდე გლობალურ ტურიზმში ამერიკის წილი თითქმის ერთი მესამედით შემცირდა, რაც ამერიკას შემოსავლებში ასობით მილიარდი დოლარისა და ასობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. გასულ წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს მოგზაურობის წახალისების თაობაზე, რომლის მიზანია მეტი ვიზიტორი მიიზიდონ აშშ-ში. ამაზე კლობუჩარი აცხადებს , რომ ეს ინიციატივა მხლოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი თუ აშშ-ს საკონსულოები გააუმჯობესებენ ვიზების გაცემის პროცედურებს. მისი თქმით:
-„არავითარი აზრი არა აქვს უცხოელი ვიზიტორების ამერიკაში მიზიდვის ინიციატივას, თუ ისინი თვეობით არ მიიღებენ ამერიკულ ვიზას. ახლახანს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში მონაწილეთა 73-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ისინი არ ეწვევიან შეერთებულ შტატებს თუ ვიზის მიღებისათვის საჭირო გახდა ორი ან სამი თვის განმავლობაში ლოდინი.“
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც კონგრესში გამოვიდნენ სიტყვით აღნიშნეს, რომ ამჟამად ძალისხმევას აქვს ადგილი, რათა ვიზების გაცემის პროცედურები გაუმჯობესდეს და გაფართოვდეს საკონსულოს კადრები. მათივე თქმით ამას გარდა მთელი რიგი სახელმწიფოებისათვის ძალაში შედის განსაზღვრული ტიპის ვიზიტორებისათვის უვიზო რეჟიმი. სახ-დეპში სავიზო სამსახურის მდივნის მოადგილის თანაშემწემ დეივიდ დონაჰიუმ მის სიტყვაში აღნიშნა, რომ ახალმა ინიციატივებმა კარგი შედეგი გამოიღო. მოხდა ამერიკაში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის შემცირების ტენდენციის უკუქცევა. მან კერძოდ თქვა:
-„2010 წელს აშშ-ში 60 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2006 წელთან შედარებით ვიზიტორთა რიცხვზე 17 პროცენტით მეტია . 2005 წლის შემდეგ ჩინეთში ამერიკული ვიზების გაცემა გაორმაგდა, ინდოეთში 50 პროცენტით გაიზარდა, რუსეთში 52-ით, მექსიკაში 24 პროცენტით, ხოლო ალოაღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში 50 პროცენტით. ბრაზილიაში ამერიკული ვიზების გაცემა თითქმის გასამმაგდა. „
დონაჰიუს მიაჩნია, რომ ამერიკული ვიზების დროულად გაცემის პარალელურად არ უნდა მოსუსტდეს იმ პიროვნებების გულდასმით შესწავლის პროცესი, რომლებიც აპირებენ აშშ-ში შემოსვლას. როგორც მან თქვა ზოგს მიაჩნია, რომ შესაძლებელია თანამედროვე ვიდეო კონფეერენციის თექნოლოგიის გამოყენება, რათა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა შესძლონ ისე ჩაუტარონ ვიზის მიღების მსურველთ ინტერვიუ, რომ მას არ მოუხდეს საკონსულოში მისვლა. დონაჰიუს მიაჩნია, რომ უშიშროების კუთხით ამ იდეას არანაირი გამართლება არა აქვს. მისი აზრით პირისპირ შეხვედრისას უფრო კარგად შეიძლება პიროვნების შეფასება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება თუ არა ამა თუ იმ პირს მისცენ ამერიკაში შესვლის უფლება.
აშშ-ში ვიზიტორების ჩამოსვლისას განსაზღვრული პროცედურების გაადვილების მიზნით ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციამ შეიმუშავა კონკრეტული პროგრამა. ამ პროგრამის ძალით მსხვილ საერთაშორისო აეროპორტებში საბაჟოსა და სასაზღვრო დაცვის აეროპორტებში გაიზარდაკადრების რაოდენობა. ტურისტების შემოწმების ადგილებში გამარტივდა და გაუმჯობესდა აეროპორტში ტურისტების შემოწმებისა და გადაადგილების პროცესი.