პენტაგონის განცხადების თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცი ბრედლი მენინგი, რომელიც ეჭვმიტანილია ვიკილიქსისადმი გასაიდუმლოებული დიპლომატიური ინფორმაციის მიწოდებაში კანზასის შტატში ფორტ ლივენვორთის დაკავების ცენტრში გადაყავთ.
პენტაგონის წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მენინგის გადაყვანა არ არის დაკავშირებული ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასთან თითქოს მას ცუდად ეპყრობოდნენ საზღვაო ქვეითების ბაზე კვონტიკოზე. მენინგის ადვოკატი აცხადებდა, რომ მას იზოლაციაში ამყპოფებდნენ და ამცირებდნენ. ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი იმის თაობაზე, თუ როდის დაიწყება მენინგის სასამართლო პროცესი.