ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებები პაკისტანის უსაფრთხოებაზე შეტევას კვლავაც აგრძელებენ. პაკისტანში დღეს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ქვეყნის ოფიციალური პირების ცნობით, ბომბის დეტონაციის შემდეგ, მთავრობის მხარდამჭერი სახალხო ლაშქრის 6 წევრი დაიღუპა.
ისლამაბადის განცხადებით, უკანასკნელი აფეთქების გამო, რომელსაც ავღანეთის საზღვართან მდებარე ხიბერის თემის დასახლებაში ჰქონდა ადგილი, სამი ადამიანია დაჭრილი.
პარასკევს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მეჩეთში მომხდარ აფეთქებაში მსხვერპლის რიცხვმა 36-ს მიაღწია. შიიტი მუსლიმების მიერ პარასკევის ლოცვებზე მოწყობილი ტერორისტული აქტის გამო ათობით ადამიანი დაშავდა.