ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ნატოსთან მოლაპარაკებებს აახლებს


პაკისტანი ნატოსთან მოლაპარაკებებს აახლებს
პაკისტანი ნატოსთან მოლაპარაკებებს აახლებს

მოლაპარაკება შეერთებულ შტატებს და პაკისტანს შორის ურთიერთობაში ერთგვარ დათბობაზე მიუთითებს

ოთხშაბათს პაკისტანში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ავღანეთის და პაკისტანის არმიის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავს ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის უკეთ კოორდინირებას.

სპეციალისტების აზრით მოლაპარაკება შეერთებულ შტატებს და პაკისტანს შორის ურთიერთობაში ერთგვარ დათბობაზე მიუთითებს, რომელიც გასულ წელს ნატოს მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევისას 24 პაკისტანელი მესაზღვრის დაღუპვის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა.

უკანასკნელ დღეებში პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მთვრობამ ნატოს მომარაგების კოლონას საზღვარი კვლავ უნდა გაუხსნას, თუკი ისინი შედარებით მაღალ გადასახადზე მოლაპარაკებას შეძლებენ.

შეერთებლი შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ვიქტორია ნულანდის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ამერიკამ ძალზე დიდი დახმარება გასწია და პაკისტანის განათლების, საკვებით მომარაგების, თუ ეკონომიკის განვითარების პროგრამებში მნიშვნელოვანი ინვესტიცია გააკეთა, რადგან მიაჩნია, რომ ძლიერი პაკისტანი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.

XS
SM
MD
LG