ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი სირიის შესახებ განცხადებას ავრცელებს


თეთრი სახლი სირიის შესახებ განცხადებას ავრცელებს
თეთრი სახლი სირიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სირიაში ბაშარ ალ ასადის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ანტისამთავრობო აქციებს სულ ცოტა 5000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დასრულება მხოლოდ დროის ფაქტორია.

ოთხშაბათს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ აღნიშნა, რომ სირიაში დღითიდღე უფრო მეტი დიპლომატი ტოვებს თანამდებობას და ოპოზიციის მხარეს გადადის. სირიის აქტიურმა მხარდამჭერმა ქვეყნებმაც კი , როგორიცაა თურქეთი და არაბული ქვეყნების ლიგა - დაგმეს ასადის მთავრობის ძალადობრივი ქმედებები.

სირიის ოპოზიციის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ამ კვირას 250 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამიტომ ოპოზიცია მოუწოდებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სასწრაფო შეხვედრა მოაწყოს, რათა სირიაში ძალადობა შეაჩეროს და ქვეყანაში უსაფრთხო ზონები გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, სირიაში ბაშარ ალ ასადის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ ანტისამთავრობო აქციებს სულ ცოტა 5000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა სირიის მთავრობა დღემდე დაჟინებით აცხადებს, რომ დაღუპულები შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან.

XS
SM
MD
LG