ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშობლოში გადარიცხული თანხები


სამშობლოში გადარიცხული თანხები
სამშობლოში გადარიცხული თანხები

2012 წლისთვის ვარაუდობენ,რომ ფულადი გადარიცხვების რაოდენობა მსოფლიოში გაიზრდება.

მსოფლიო ბანკის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, 2010 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ადამიანებმა, საკუთარ სამშობლოში 370 მილიარდი დოლარი გადარიცხეს.

განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ძალზე ბევრი ოჯახისთვის, ნათესავის მიერ უცხო ქვეყნიდან გადმორიცხული ფული, მთავარ საარსებო საშუალებას წარმოადგენს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, გასულ წლის ეკონომიკური კრიზისის გადალახვის შემდეგ, ფულადი გადარიცხვების რაოდენობამ მსოფლიოში იმატა.

ჰანს ტიმერი მსოფლიო ბანკში განვითარების პერსპექტივების დეპარტამენტის დირექტორია:

„ ფულადი გადარიცხვების ოპერაციათა უპირატესობა ის გახლავთ, რომ დანიშნულების ადგილს ძირითადად განვითარებადი ქვეყნები წარმოადგენენ“

2010 წლის ბოლოსთვის, თანხების გადარიცხვის რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სავარაუდოდ 440 მილიარდს მიაღწევს და ამ თანხების მესამედი ძირითადად განვითარებად ქვეყნებში გადაირიცხება.

ჰანს ზიმერის აზრით:

„ფულად გადარიცხვებს ნებისმიერი ქვეყნაში განსაკუთრებულად დიდი ფუნქცა აკისრია. ეს პროცედურა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას განვითარებად ქვეყნებში იძენს. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, განვითარებად ქვეყნებში 325 მილიარდი დოლარის ოდენობის ფულადი გადარიცხვები განხორციელდა. ეს კი საერთაშორისო დახმარებებზე ბევრად მეტ თანხას წარმოადგენს“.


2012 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ფულადი გადარიცხვების რაოდენობა მსოფლიოში მეტად გაიზრდება და 370 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

აღსანიშნავია,რომ ყველაზე დიდი რაოდენობის ფულს საკუთარ ოჯახებს, უცხოეთში მცხოვრები ადამიანები სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთში, მექსიკასა და ფილიპინებში უგზავნიან.

„ეს კი იმას ნიშნავს,რომ სამშობლოში მცხოვრებ ოჯახებს, უცხოეთიდან მიღებული ფულით შეუძლიათ საკუთარ შვილებს კარგი განათლება მისცენ და სხვადასხვა ბანკში საკუთარ სახელზე ახალი ანგარიშები გახსნან“.

თუმცა კვლევებმა ისიც გამოვლინეს,რომ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში ადამიანებს დაურეგულირებელი ვალუტის კურსისა და საემიგრაციო შეზღუდვების გამო, გარკვეული პრობლემები ექმნებათ და მიღებული თანხები რისკის ქვეშ ექცევა.

განვითარებად ქვეყნებში ფულადი გადარიცხვების უმეტესობა ძირითადად შეერთებული შტატებიდან, საუდის არაბეთიდან, შვეიცარიიდან და გერმანიიდან ხორციელდება.

XS
SM
MD
LG