ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს


პალესტინა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს
პალესტინა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

პალესტინელი ლიდერები აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებას საფრთხე ემუქრება და პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ.

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პალესტინა სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, თუ ისრაელი დასავლეთ ნაპირზე დასახლების მშენებლობას გააგრძელებს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა შეხვედრა პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციისა და პარტია ფატას ოფიციალურ პირებთან. პალესტინელი ლიდერები აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებას საფრთხე ემუქრება და პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ.

პალესტინელი ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრამდე, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში დესპანმა ჯორჯ მიტჩელმა მოაწყო ოფიციალური კონფენერენცია პალესტინის ლიდერსა და ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, თუმცა შეხვედრამ წარუმატებლად ჩაიარა.

შაბათს ისრაელის პრემიერ მინისტრმა მოუწოდა პალესტინის ოფიციალურ პირებს სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებისკენ.

როგორც ისარელის წარმომადგენელი მარკ რეგევი აცხადებს:

"ისრაელის პრემიერ მინისტრი პალესტინის პრეზიდენტს მოლაპარაკების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. მორატორიუმის მიზანია პალესტინასა და ისრაელს შორის ნდობის აღდგენა და შესაბამისად სამშვიდობო მოლაპარაკების წამოწყება. დასავლეთ ნაპირზე დასახლების მშენებლობის ირგვლივ ამტყდარი უკმაყოფილება მხოლოდ სადისკუსიო მაგიდსთან შეიძლება მოგვარდეს. "

XS
SM
MD
LG