ირანმა დროებით გააუქმა თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება ამერიკელი მოგზაური ქალის განთავისუფლების შესახებ, რაღაც უმნიშვნელო იურიდიული პროცედურების გამო.
სარა შროუდი და მისი ორი თანხმლები მამაკაცი 2009 წლის 31 ივლისს დააპატიმრეს ირანის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. მოგვიანებით მათ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს.
ამერიკელი ქალბატონის განთავისუფლების ინიციატივით თავად ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გამოვიდა, რომელმაც კეთილი ნების ლმობიერების გამოჩენა მუსულმანთა წმინდა თვის რამადანის დასრულებას დაამთხვია.