შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი რონ კირკი რუსეთის მოთხოვნას ამერიკული საფრინველეო მეოურნეობების შემოწმების შესახებ მიუღებელს უწოდებს. რუსეთი და შეერთებული შტატები ივლისში ამერიკული ფრინველის ექსპორტზე შეთანხმდნენ, მას შემდეგ რაც 6 თვიანი შემოწმება და ქათმების ქლორით დეზინფექცია ჩატარდა. კირკი რუსეთის განცხადებით შეშფოთებულია. მისი თქმით, ეს მოთხოვნა გარიგების ჩაშლას გამოიწვევს, რადგანაც შეერთებული შტატების მეფრინველეობის მეურნეობებმა ქათმები უკვე დააფასოვეს და რუსეთში გასაგზავნად გაამზადეს.
მოსკოვი ამერიკიდან ფრინველის ექსპორტს აფერხებს
პოპულარული
1