რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ თანამდებობიდან გადადგა.
ქალბატონი პამფილოვას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას სპონტანურად არ მიუღია, თუმცა დასახელებული არ ყოფილა გადაწყვეტილების მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ პამფილოვას განცხადება მოსდევს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილ კანონს, რომელიც დამატებით უფლებებს სძენს ქვეყნის უშიშროების სამსახურებს. ეს კანონი საბჭოთა კაგებეს მემკვიდრე ფედერალური უშიშროების სამსახურს უფლებას აძლევს დააკავოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენის განზრახვაში.
ახალი კანონის ოპონენტები აცხადებენ, რომ ფედერალური უშიშროების სამსახურს ამიერიდან საშუალება ექნება მთავრობის მოწინააღმდეგეები დააშინოს. მომხრეები კი ახალი კანონმდებლობის ძალით დანაშაულის შემცირების პოტენციალზე ამახვილებენ ყურადღებას.