სინოპტიკოსთა აზრით, აღმოსავლეთ ევროპაში სუსხიანი ამინდები ჯერ კიდევ რამდენიმე ხანს გასტანს. ცივი ამინდების შედეგად, ევროპაში სულ 123 ადამიანია დაღუპული. ტემპერატურა ზოგ ადგილას 25 გრადუსი ცელსიუსით აღინიშნებოდა.
განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა სერბეთის ტერიტორიაზე. სერბეთის სოფლებში თერთმეტი ათასი მოსახლე უხვთოვლიანობისა და მოყინული გზების გამო გარე სამყაროს სრულიად მოწყდა.
უნგრეთის ერთერთი ქალაქის მაცხოვრებლებმა გათბობის მიზნით, მიტოვებული მაღაროებიდან ქვანახშირი ამოზიდეს, რათა სახლების გათბობა ცოტა ხნით მაინც შეძლონ. კიევსა და უკრაინის ზოგიერთ ქალაქში პროდუქტის სიმცირე აღნიშნება.
ყინვებმა ევროპის საავტომობილო ტრასებზეც გარკვეული პრობლემები შექმნა. ჩაიკეტა აეროპორტები, შეწყდა რკინიგზით მიმოსვლაც.
ცივი ამინდების დადგომამდე ერთი კვირით ადრე, ევროპის ქვეყნებში გამორჩეულად თბილი ამინდი აღინიშნებოდა.