ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ავღანეთში ბრიტანელმა სამხედროებმა ბრიტანეთის ორი მოქალაქე დაატყვევეს, რომლებიც სავარაუდოდ თალიბთა მხარეს იბრძოდნენ.
ბრიტანეთის პრესის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში დააკავეს, ბრიტანეთის ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის დროს.
ამჟამად ავღანეთში 9 500 ბრიტანელი ჯარისკაცი ომობს.