ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ვაშინგტონის განცხადებით უკმაყოფილოა


მოსკოვი არ ასრულებს ხელმოწერილ შეთანხმებებს ქიმიური და ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა ვაშინგტონის განცხადებით, რომ მოსკოვი არ ასრულებს ხელმოწერილ შეთანხმებებს ქიმიური და ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გაკეთებული დასკვნები რეალობას არ ასახავს. ეს კი ხელს არ შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებასა და ახალი ტიპის პარტნიორობას, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, აზუსტებს, რომ რუსეთის მხრიდან ინფორმაციის სიმწირე ვაშინგტონს ვერ არწმუნებს იმ ფაქტში, რომ მოსკოვმა მართლაც გაანადგურა ბიოლოგიური იარაღი და რომ სრულად გაამჟღავნა ინფორმაცია ქიმიური იარაღის არსებული მარაგის შესახებ.

კრემლი ამერიკის ამ ანგარიშს ძველი პრეტენზიების ხელახალ გამოვლინებას უწოდებს და დასძენს, რომ ამერიკულ მხარეს ამ ბრალდებების დასასაბუთებლად არანაირი სამხილი არ აქვს.

XS
SM
MD
LG