ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არჩევნების შედეგებს ელიან


საბოლოო გამარჯვებული კი 21 ივნისს გამოვლინდება.

ეგვიპტეში ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წინასწარი მონაცემებით გამოიკვეთა, რომ ხუთ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის მუსლიმთა საძმოს ისლამისტი კანდიდატი დაწინაურდა.

მუსლიმთა საძმოს პრესმდივნის განცხადებით, მათ მიერვე ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამარჯვებას მათ რჩეულს უწინასწარმეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმთა საძმოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, ტელეარხების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა იგივე შედეგები გამოავლინა.

არჩევნების პირველი რაუნდის შედეგები სამშაბათს გამოცხადდება. მეორე ტური 16-17 ივნისს იგეგმება. საბოლოო გამარჯვებული კი 21 ივნისს გამოვლინდება.

XS
SM
MD
LG