რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ჩავიდა. გაიმართება მოლაპარაკება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. გერმანიის ლიდერმა მედვედევი ბერლინიდან 60 კმ-ში ქალაქ მესებერგში მიიღო. დღეს მოლაპარაკებაზე მხარეები მიმოიხილავენ ახლოაღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციას, ირანის ბირთვულ პროგრამასა და ავღანეთის უშიშროების საკითხს. ამას გარდა განხილული იქნება გერმანია-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკების საკითხებიც. ლიდერები მოლაპარაკებისას შეეხებიან მიმდინარე თვეს კანადაში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრის საკითხსაც. დღესვე გაიმართება ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
პოპულარული
1