შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ევროპაში მყოფი ამერიკის მოქალაქეები შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს ევროპაში მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან ალ-ყაიდა მათ წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავს.
ცოტა ხნის წინათ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ალ-ყაიდა ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ქალაქებში ტერაქტების მოწყობას გეგმავს.