პულიცერის ორი პრემიის ლაურეატი, გერმანელი ფოტოგრაფი ჰორსტ ფაასი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაასი პოპულარული ვიეტნამის ომში გადაღებული ფოტოებით გახდა.
ჰორსტ ფაასი ხუთშაბათს მიუნჰენის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც თებერვლის შემდეგ მკურნალობდა.
ჰორსტ ფაასი ვიეტნამში 1962 წლიდან 1974 წლამდე იმყოფებოდა და 1965 წელს ომის ფოტოგრაფიის გამო პულიცერის პირველი პრიზით დაჯილდოვდა.
1956 წელს ჰორსტ ფაასი ესოშეითიდ პრესის ფოტოგრაფი გახდა.
მეორე პულიცერი ფოტოგრაფს 1972 წელს მისი ბანგლადეშის კონფლიქტის გაშუქების გამო მიანიჭეს.
2005 წელს ჰანოიში ფაასი შეუძლოდ გახდა. მას დამბლა დაეცა და წელსქვემოთ პარალიზებული გახდა. ამა წლის დასაწყისში ჰორსტ ფაასის ჯანმრთელობა განსაკუთრებით გაუარესდა, რის გამოც მიუნჰენის საავადმყოფოში სამკურნალოდ დააწვინეს.