ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ობამას გადაწყვეტილებას ეთანხმება


კლინტონი ობამას გადაწყვეტილებას ეთანხმება
კლინტონი ობამას გადაწყვეტილებას ეთანხმება

კლინტონის განცხადებით, ამერიკის სამხედრო მისია ავღანეთში 2014 წელს დასრულდება,

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება მომავალი წლის ზაფხულამდე ავღანეთიდან 33,000 ჯარისკაცის გაყვანის თაობაზე რთული იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება კარგად აბალანსებს სხვადასხვა საწინააღმდეგო ინტერესებს.

ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ამერიკული ჯარების გაყვანა სურდათ და სახელმწiფო მდივანიც მათ პოზიციას იზიარებდა.

თუმცა სენატში გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს პრეზიდენტ ობამას გეგმებს 10,000 ჯარისკაცის გაყვანის თაობაზე მიმდინარე წის ბოლომდე, მომავალ წელს კი 23, 000 ჯარის გამოყვანას.

"ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ აზრი იყოფა სხვადასხვა საკითხში, იმასთან დაკავშირებით თუ რა ან რა არ უნდა გაკეთდეს.ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით ბალანსი შექმნა. მან პასუხი გასცა ძალიან ლეგიტიმურ შეშფოთებას არა მხოლოდ კონგრესში, არამედ ამერიკულ საზოგადოებაშიც იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ბრძოლა ავღანეთში ძალიან ხანგრძლივი პროცესი გამოდგა.“

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრებმა უთხრეს ქალბატონ კლინტონს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს მათ მხარი ინტერვენციას ავღანეთში, ახლა ამერიკის მონაწილეობა და ვალდებულებები არ არის პროპორციული საგარეო პოლიტიკის სხვა ინტერესებთან და რომ არსებობს საჭიროება ამერიკის საბიუჯეტო ხარჯების შესაკვეცად.

ვეტერანმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა მოიშველია ადმინისტრაციის წევრების განცხადებები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ მოკლე ვადიან პერსპექტივაში ყველაზე რეალურია, რომ ამერიკის ინტერესებს იემენი შეუქმნის საფრთხეს. ლუგარმა კანონმდებლებს შეახსენა ისიც, რომ ალ-ყაიდას საფრთხე უფრო აქტუალურია პაკისტანში ვიდრე ავღანეთში და რომ უპრიანი იქნება, თუ ამერიკა რესურსების კონცენტრაციას პაკისტანში, იემენში, სომალიში, ჩრდილოეთ აფრიკასა თუ სხვა წერტილებში მოახდენს.

ქალბატონმა კლინტონმა დასძინა, რომ ამერიკის სამხედრო მისია ავღანეთში 2014 წელს დასრულდება, ისე როგორც ეს გეგმით არის გაწერილი. თუმცა იქ ნატოს ძალები კვლავ იქნებიან დისლოცირებული. კლინტონის განცხადებით, ნატოს მისიის მოღვაწეობის ზუსტი დეტალები ახლა მოლაპარაკების საგანია.

XS
SM
MD
LG