ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ორგანიზაციები ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ


საერთაშორისო ორგანიზაციები ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ
საერთაშორისო ორგანიზაციები ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ

ლიუ სიაობოს ჩინეთის სასამართლომ 2009 წელს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები მოუწოდებენ ჩინეთის მთავრობას, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიუ სიაობო ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლოს.

ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტია” და “ჰიუმან რაითს ვოთჩის” ინფორმაციით, ლიუ სიაობო პატიმრობაში გასული წლის 10 დეკემბრიდან იმყოფება.

ლიუ სიაობოს ჩინეთის სასამართლომ 2009 წელს 11 წლიანი პატიმრობა მას მერე მიუსაჯა, რაც მან ჩინეთში დემოკრატიული ცვლილებების შესახებ მანიფესტაცია გამოაქვეყნა.

“ჰუმან რაითს ვოჩის” ჩინური განყოფილების დირექტორი სოფი რიჩარდსონი აცხადებს, რომ ჩინეთის ციხეებში დღემდე უამრავი უდანაშაულო ადამიანი იმყოფება, რომელთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდება.

XS
SM
MD
LG