ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ დააკვირდება არჩევნებს ეგვიპტეში?


კარტერის ცენტრის დამკვირვებლები ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნების სამართლიანობას უწევენ მონიტორინგს.

ეგვიპტის მთავრობამ რვა ამერიკულ არასმათავრობო ორგანიზაციას და მათ შორის, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მონიტორინგის ჯგუფს, ქვეყანაში ფუნქციონირებაზე უარი უთხრა.

ეგვიპტის სოციალურ საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ სამოქალაქო ორგანიზაციებს ლიცენზიების გაცემაზე უარი განუცხადა. ამის მიზეზად, სამინისტრომ ეგვიპტის სუერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ამ ორგანიზაციათა საქმიანობა დაასახელა.

კარტერის ცენტრის დამკვირვებლები ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნების მიუკერძოებლობას უწევენ მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი გასულ წელს ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, უცნობია მიეცემათ თუ არა მათ ამის საშუალება მაისის საპრეზიდენტო არჩევენების დროს.

XS
SM
MD
LG