ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბონის კონფერენციის მოლოდინში


ბონის კონფერენციის მოლოდინში
ბონის კონფერენციის მოლოდინში

ბონში მაშინ ჩატარებული კონფერენცია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ცოტა ხანში გაიმართა.

ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე ნატოს მიერ განხორციელებული ოპერაციის გამო, პაკისტანის საზოგადოება შეშფოთებას გამოხატავს. ამ რეიდს 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინციდენტის შემდეგ, პაკისტანმა დაბლოკა ნატოს მიერ გამოყენებული მარშრუტები, რომელთა საშუალებით ავღანეთის ოპერაციაში კოალიციის ტვირთი გადადის. ამას გარდა, ისლამაბადმა ამერიკულ კონტიგენტს იმ საჰაერო ბაზის დაცლა მოთხოვა, რომელიც დრონების გასაშვებად გამოიყენება მეამბოხეთა ობიექტების წინააღმდეგ.

ენდრიუ უაილდერი ვაშინგტონში მდებარე მშვიდობის ინსტიტუტში სამხრეთ აზიის რეგიონის ქვეყნებს იკვლევს. მისი განცხადებით:

„ავღანეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, პაკისტანს კონსტრუქციული როლი ეკისრება. „

ნატოს მიერ განხორციელებულმა ბოლო რეიდმა ძალიან დაძაბა ამერიკა-პაკისტანის ურთიერთობები. ოფიციალურმა ისლამაბადმა განაცხადა, რომ არ გაითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას და არ გადაიფიქრებს ბონში დაგეგმილი კონფერენციის ბოიკოტს.

შეგახსენებთ, რომ კოალიციის ძალები ავღანეთიდან მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავენ გასვლას და ბონში დაგეგმილი კონფერენციაც სწორედ ამ პროცესების შეუფერხებელ წარმართვას ითვალისწინებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარკ ტონერი აცხადებს, რომ ამერიკას სჯერა, რომ ბონის კონფერენციაში მონაწილეობა პაკისტანის ინტერესებში შედის, რადგან სწორედ ამ შეხვედრაზე სტაბილური და მშვიდობიანი ავღანეთის მომავლის საკითხი განიხილება.

ათი წლის წინ, ბონში პირველი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც ავღანეთის გარდამავალი მთავრობის საკითხი განიხილეს და იქვე ქვეყნის ახალი მთავრობის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ბონში მაშინ ჩატარებული კონფერენცია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ცოტა ხანში გაიმართა.

მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრა კი ავღანეთში, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებისთვის სიტუაციის გადაბარებას ითვალისწინებს.

უსაფრთხოების სიტუაციაზე საბოლოო კონტროლის გადაცემა დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე. ამ გარემოებების შესახებ ექსპერტი ალი ჯალალი გვესაუბრება, რომელიც ვაშინგტონში მდებარე ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში ასწავლის:

ჯალალის განცხადებით, ერთერთი ფაქტორი ავღანეთის სახელმწიფოებრივი შესაძლებლობის განვითარებაა 2014 წლამდე, მეორე ფაქტორი არის ოპოზიციურ ძალებთან შერიგების პროცესში არსებული პროგრესის დონე და მესამე, ავღანეთის უნარი ითანამშრომლოს პრეგიონალურ პარტნიორებთან, პაკისტანის ჩათვლით.

ბონის კონფერენციაზე ერთერთ განსახილველად საკითხად, სავარაუდოდ იქნება პოლიტიკური შერიგების პროცესი თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის .

ორშაბათს დაგეგმილ კონფერენციაზე 2014 წელს საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ, ავღანეთისთვის უცხოური დახმარების საკითხებიც იქნება განხილული.

XS
SM
MD
LG