ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერდოკის სკანდალი გრძელდება


მერდოკის სკანდალი გრძელდება
მერდოკის სკანდალი გრძელდება

მომავალ კვირას მერდოკი და მისი ვაჟი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოვლენ.

რუპერტ მერდოკის მედია-იმპერიასა და პოლიციას შორის ფინანსურ გარიგებათა სკანდალური თემა - კვლავ მსოფლიო საინფრომაციო ამბების მტავრ თემად რჩება.

დღეს მერდოკის კომპანიის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი რებეკა ბრუკსი თანამდებობიდან გადადგა. ეს მას მერე მოხდა, რაც გასულ კვირას მერდოკმა გაზეთ "NEWS OF THE WORLD" -ის დახურვა ოფიციალურად გამოაცხადა.

რებეკა ბრუკსი თანახმაა, მომავალ კვირას ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე წარსდგეს და ამ საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხი გასცეს.

მერდოკი და მისი ვაჟიც ასევე გამოვლენ პარლამენტის წევრების წინაშე და საკუთარი საქმიანობის შესახებ კონკრეტულ განცხადებებს გააკეთებენ.

XS
SM
MD
LG