დღეს ოლიმპიური ჩირაღდანს საბერძნეთიდან ლონდონში ჩაიტანენ, სადაც 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.
ათენში გაართულ საზეიმო ცერემონიაზე ოლიმპიური ჩირაღდანი პრინცესა ანას გადასცეს. საზეიმო ცერემონიას ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც ესწრებოდა.
ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან კოეს განცხადებით, ოლიმპიური ჩირაღდანი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 13 000 კილომეტრს გაივლის, სანამ მას 27 ივლისს ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე აანთებენ.