ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 50 მილიონამდე მოქალაქეს ექნება.

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ელიზაბეტ აროტი ქაიროდან გვატყობინებს, რომ ეგვიპტელები ამ ფაქტით აღფრთოვანებულები ჩანან. ისინი დღეს დილიდან საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გრძელ რიგებში იდგნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ არ იციან, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 50 მილიონამდე მოქალაქეს ექნება.

გასულ წელს მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად ყოფილი ლიდერის, ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნებია. საარჩევნო სიებში სულ 13 კანდიდატი ფიგურირებს. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა უკანასკნელ მომენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ახალ რჩეულს ეგვიპტელები 2 დღის განმავლობაში მისცემენ ხმას.

XS
SM
MD
LG