ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ყოველკვირეული გამოსვლა


კონგრესმენმა გარდნერმა ბარაკ ობამა ნავთობკომპანიებისთვის თანხის გამოყოფის გამო გააკრიტიკა

ამერიკაში საწვავის ფასის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოითხოვს ნავთობის გადამამუშავებელ კომპანიებზე საგადასახადო სუბსიდიების შეწყვეტას.

დღეს ყოველკვირეულ გამოსვლაში ობამამ განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში კონგრესსმა კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს, რომელიც დაასრულებს 4 მილიარდი დოლარის ოდენობის საგადასახადო სუბსიდიას.

პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ კონგრესსმა ხელი უნდა შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და განახლებადი ენერგიის წყაროების, ქარი, მზის ენერგიის, და ბიოსაწვავი მასშტაბურ ათვისებას.

რესპუბლიკელთა გამოსვლაში, კონგრესმენმა კორი გარდნერმა გააკრიტიკა ბარაკ ობამა მასტიმულირებელი პაკეტიდან ნავთობ გადამამუშავებელ კომპანიებისთვის თანხის გამოყოფის გამო. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ სწავავზე მაღალი ფასები არის ადმინისტრაციის მიერ მასტიმულირებელი პაკეტის არასწორი მოხმარების შედეგი.

XS
SM
MD
LG