ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამხედრო კამპანია ლიბიაში გაგრძელდება


ნატოს სამხედრო კამპანია ლიბიაში გაგრძელდება
ნატოს სამხედრო კამპანია ლიბიაში გაგრძელდება

ქალაქ ბანი ვალიდსა და ლიბიის სამხრეთში კიდევ არის წინააღმდეგობის კერები

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟერარ ლონგუეს განცხადებით, ნატოს სამხედრო კამპანია ლიბიაში მანამდე გაგრძელდება, ვიდრე უკანასკნელი წინააღმდეგობის კერები არ იქნება ჩახშობილი და სანამ გარდამავალი მთავრობა არ მოითხოვს საჰაერო დარტყმების შეწყვეტას.

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას, ჟერარ ლონგუემ განაცხადა, რომ მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქის სირტის აღებას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ქალაქ ბანი ვალიდსა და ლიბიის სამხრეთში კიდევ არის წინააღმდეგობის კერები.

ლიბიის გარდამავალი მთავრობის განცხადებით, რევოლუციურ ძალები სირტის აღებას რამდენიმე დღეში შეძლებენ. პოლკოვნიკ აჰმედ ბანის თქმით, ქალაქი სრულ ალყაშია მოქცეული. ქალაქზე იერიში დროებით გადაიდო, რათა მშვიდობიან მცხოვრებლებს სირტის დატოვების საშუალება მიეცეთ.

ქალაქ სირტში გამაგრებული კადაფის მომხრეები უკვე მესამე კვირაა გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ ლიბიის ახალი მთავრობის მებრძოლებს.

XS
SM
MD
LG