ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ საბერძნეთს მხარდაჭერას აღუთქვამს


აშშ საბერძნეთს მხარდაჭერას აღუთქვამს
აშშ საბერძნეთს მხარდაჭერას აღუთქვამს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ამერიკა „უპირობოდ“ უჭერს მხარს საბერძნეთს ეკონომიკური სირთულეების დაძლევასა და ვალთან დაკავშირებული კრიზისის გადალახვაში.

საბერძნეთის საგარო საქმეთა მინისტრის სტავროს ლამბრინიდისთან შეხვედრის შემდეგ, კლინტონმა აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობის მიერ დასახული რეფორმების კურსი ქვეყანას კრიზისიდან აუცილებლად გამოყვანას.

„მე მჯერა ბერძენი ხალხის შეუდრეკელობის და პატივს ვცემ საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებას გადადგას ურთულესი ნაბიჯები. საბერძნეთმა არაერთხელ აჩვენა მსოფლიოს შემართების მაგალითი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ განმეორდება.“

ლამბრინიდის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებაში ბევრს ეჭვი ეპარება იმაში, რომ საბერძნეთი ეკონომიკურ სირთულეებს გადალახავს, მაგრამ ქვეყნის მთავრობა ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ხუთშაბათს საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით, ბრიუსელში ევროზონის 17 ქვეყნის ლიდერები საბერძნეთისთვის ახალი მასტიმულირებელი პაკეტის გამოყოფის შესაძლებლობას განიხილავენ.

XS
SM
MD
LG