შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, აცხადებენ, რომ მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის გზებზე.
თეთრ სახლში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელის ლიდერმა განაცხადა, რომ ის მზად არის პალესტინასთან დათმობებზე წავიდეს. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს პრეზიდენტ ობამას და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული წინადადებების ხარჯზე. მათში 1967 წლამდე არსებული საზღვრების გადახედვის პირობებზეა საუბარი.
პალესტინის მხარე აცხადებს, რომ ბატონმა ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ ის არ არის მშვიდობისთვის მებრძოლი ლიდერი. პალესტინის ხელისუფლება ობამას ინიციატივას ემხრობა და სექტემბერში სახელმწიფოებრიობის საკითხის განხილვაში გაეროსგანაც მხარდაჭერას ელის.