ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები ობამას აკრიტიკებენ


რესპუბლიკელები ობამას აკრიტიკებენ
რესპუბლიკელები ობამას აკრიტიკებენ

სანტორუმი მიიჩნევს, რომ რიგით მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება საკუთარი შესაძლებლობები გამოამჟღავნონ.

რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა ნიუ ჰემფშირისკენ აიღეს გეზი. ხუთშაბათს მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ და პენსილვანიის სენატორმა რიკ სანტორუმმა პრეზიდენტი ობამა შეერთებული შტატების ტრადიციული გზიდან გადახვევასა და ქვეყანაში თავისუფალი წარმოების შეზღუდვაში დაადანაშაულეს.

სანტორუმის განცხადებით, ბარაკ ობამას სამედიცინო რეფორმა წარუმატებელია და მას ამერიკელები უკვე აღარ ენდობიან. მიტ რომნი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი საკუთარ მეგობრებს მფარველობს და რიგით მოქალაქეებს საკუთარი შესაძლებლობის გამომჟღავენების საშუალებას არ აძლევს.

XS
SM
MD
LG