ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს


სირიაში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს
სირიაში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

ორშაბათს, სირიის დელეგაცია, ოპოზიციის ლიდერების ჩათვლით, მოსკოვში ჩადის

სირიელი აქტივისტების განცხადებით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებს. დაღუპულია სულ ცოტა 7 ადამიანი.

პრეზიდენტ ასადის გადადგომის მოთხოვნით, დღეს, მთელი სირიის მასშტაბით ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. მასშტაბურ დარბევას ქონდა ადგილი დამასკოსა და ჰომსში.

ამ ფონზე, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფაიზალ მეკდადმა ქვეყანაში მიმდინარე არეულობა ტერორისტებს დააბრალა. მინისტრმა დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წინაშე გამოსვლისას, განაცხადა, რომ დამნაშავეებმა სირიაში ათასასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

გაეროს უწყება, რომელიც ჟენევაში იკრიბება, სირიის რეაქციას აფასებს დემონსტრაციების საპასუხოდ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გაერომ სირიაში დაღუპული ადამიანების რაოდენობა ორიათას ცხრაასამდე შეაფასა.

ორშაბათს, სირიის დელეგაცია, ოპოზიციის ლიდერების ჩათვლით, მოსკოვში იწყებს ვიზიტს.

XS
SM
MD
LG