ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში


ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში
ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში

საქართველოში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი, 102 კურორტი და ზღვის პირას და მთიან რეგიონებში 182 საკურორტო ადგილია.

როგორც ცნობილია, საქართველომ ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმი დაასახელა. წელს ექსპერტთა შეფასებით დაახლოებით 2 მილიონი ტურისტის ჩამოსვლას ვარაუდობენ.

”2013 წელს ტურისტების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობას გაუტოლდება” - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და მრავალი საგანძურია, 102 კურორტი და ზღვის პირას და მთიან რეგიონებში 182 საკურორტო ადგილი.

ტურიზმის პრიორიტეტად დასახელებამ გიდის პროფესიის აქტუალობა გამოიწვია. გასულ 2010 წელს თბილისში გიდების ასოციაცია შეიქმნა , რომელმაც 2 ივლისს პირველი კონგრესი ჩაატარა, სადაც გიდის პროფესიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე , მიღწეულ შედეგებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს . ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი დარციმელიას თქმით, დაარსებიდან დღემდე ასოციაციამ მიაღწია იმას, რომ გახდა გიდების ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის ნამდვილი წევრი; შეიმუშავა წევრი გიდების გადამზადების ახალი პროგრამები ; აქტიურად ჩაერთო ახალი ტურისტული მარშრუტების შედგენაში და სხვა, თუმცა ამასთანავე გამოწვევების გადალახვაც მოუხდა:

”ქართველი გიდის მომზადება ხდება დღეს იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელთა დანერგვა ჩვენ დავიწყეთ. ასევე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა გიდის პროფესიული მომზადების ეროვნულ სტანდარტებზე, განათლების სამინისტრომ ეს სტანდარტები დაამტკიცა. ასოციაციას აქვს თავისი ხედვა როგორ მოხდეს ამ სტანდარტების პრაქტიკაში რეალიზება”.

ყველა ადამიანს, მიუხედავად პროფესიისა და ასაკის , შეუძლია გახდეს გიდი : ამბობს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი მელქაძე:

”ჩვენ შეგვიძლია ერთკვირიანი ტრენინგი ჩაუტაროთ მათ, ერთდღიანიც. ასოციაციის წევრთათვის ტრენინგები უფასოა."

გიდი წამყვანი ძალაა ტურისტულ ინდუსტრიაში, მიიჩნევს გიდი, ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი ირაკლი ეფრემიძე:

” სწავლა და გიდობა ერთმანეთს ხელს არ უშლის. ძირითადა ტურები დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას იგეგმება. ადგილობრივ ტურისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შაბათ-კვირაა აქვთ თავისუფალი, ჩამოსული უცხოელებიც შაბათ-კვირისთვის გეგმავენ ხოლმე ექსკურსიებს. ეს ჩემთვის, როგორც მაგისტრისთვის მისაღებია, გარდა ამისა არის შემოსავლის დამატებითი წყარო, თუმცა მხოლოდ შემოსავალი არ არის მთავარი. ეს არის ჩემი პროფესიის პრაქტიკული გამოყენება. ვარ ხელოვნებათმცოდნე და ცოდნას ვიღრმავებ."

ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი ალი ალიევი ბაქოში აღმოსავლეთმცოდნეობის პროფესიის შეძენის შემდეგ მშობლიურ თბილისში დაბრუნდა და კიდევ ერთ პროფესიას დაეუფლა, გაწევრიანდა საქართველოს გიდების ასოციაში :

”ორთვიანი კურსი უკვე გავიარე, ზეგ გვაქვს ბოლო ექსკურსია შიდა ქართლში, სადაც ისტორიულ ძეგლებს დავათვალიერებთ, სანახაობრივ ხედებს მცხეთის გავლით. მცხეთა, მოგეხსენებათ, ისტორიული ქალაქია, 9 საუკუნე იყო ქართლის დედაქალაქი."

XS
SM
MD
LG