ტაჯიკეთის ოფიციალური პირების ცნობით, ქალაქ ხუჯანდში კამიკაძე თვითმკვლელმა პოლიციის განყოფილებაზე მიიტანა იერიში. ინციდენტის შედეგად ერთი ოფიცერი დაიღუპა, დაშავდა 25 ადამიანი.
ოფიციალური ცნობებით, ტერორისტმა მანქანა პოლიციის შენობას შეაჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
პოლიციის ეს განყოფილება ორგანიზებულ დანაშაულთან იბრძვის.
თავდასხმისთვის არავის აუღია პასუხისმგებლობა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აფეთქება უზბეკეთის ისლამური მოძრაობის მიერაა ორგანიზებული.