გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუიდო ვერსთერველემ, პრიშტინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ გერმანია ევროკავშირის 27 სახელმწფოს მოუწოდებს კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარონ.
დღეს, უფრო ადრე, სარაევოში ვესთერველემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოსნია ჰერცეგოვინას ურთიერთობა ევროკავშირთან უფრო გამყარდება, თუ ქვეყანა ერთიან სახელმწიფოდ დარჩება.
შეგახსენებთ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, ბოსნიელი სერბების ერთ ნაწილს პრიშტინას მაგალითის მიბაძვის სურვილი და ცალკე ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბების სურვილი გაუჩინა.