ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს იუსტიციის სასამართლო შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ


აშშ-ს იუსტიციის სასამართლო შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ
აშშ-ს იუსტიციის სასამართლო შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ

ბანკის მაქინაციურმა საქმიანობამ ამერიკის საგადასახადო სისტემა მილიარდნახევარი დოლარით დააზარალა.

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო შვეიცარიის უძველეს ბანკს კლიენტების არაკანონიერ დახმარებაში ადანაშაულებს. სამინისტროს განცხადებით, ბანკის მაქინაციურმა საქმიანობამ ამერიკის საგადასახადო სისტემა მილიარდნახევარი დოლარით დააზარალა.

თუ შვეიცარიულ ბანკ "Wegelin"-ს არაკანონიერი საქმიანობა დაუმტკიცდა, ბანკის მესვეურები 500,000 დოლარით დაჯარიმდებიან.

პასუხისმგებლობა დაეკისრება ბანკის ის სამ თანამშრომელსაც, რომლებიც კლიენტებს მსგავს მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ხუთი წლით პატიმრობა მოელით და სავარაუდოდ 250,000 დოლარით დაჯარიმდებიან.

ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებულმა შტატებმა უცხოური ბანკი გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა ობამამ დაგმო შვეიცარული ბანკის საქმიანობა და მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს და კორპორაციებს, გადასახადებს თავი არ აარიდონ. მისი განცხადებით, მსგავსი არალეგალური საქმიანობის შედეგად, შეერთებული შტატები ყოვლეწლიურად მილიარდობით დოლარს კარგავს.

XS
SM
MD
LG