კენიის ავიაციამ სომალის ტერიტორიაზე ალ-ყაიდას მებრძოლები დაბომბა, რის შედეგადაც ათობით მეამბოხე დაიღუპა. ამის შესახებ კენიის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, პარასკევს სამხრეთ სომალიში მდებარე ქალაქ გარჰარიში ალ-შაბაბის დაჯგუფების 60-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს.
კენიის ძალები სომალიში ოქტომბერში შევიდნენ და მათ მიზანს ალ-შაბაბის მებრძოლების განდევნა წარმოადგენს, რომლებიც სამხრეთ და ცენტრალური სომალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. ამავდროულად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კენიაში ტერორისტული აქტის განხორციელების საშიშროება მაღალია.