ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაკობაშვილის აზრით, რევოლუციის მონაპოვარი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობაა


იაკობაშვილის აზრით, რევოლუციის მონაპოვარი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობაა
იაკობაშვილის აზრით, რევოლუციის მონაპოვარი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობაა

„რევოლუცია ტრანსფორმაციის დასაწყისი და სამომავლო განვითარების შესაძლებლობაა “- განაცხადა საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა, როცა მან გუშინ ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოხსენება წაიკითხა რევოლუციების და მათი ტრანსფორმაციული ძალის შესახებ.

იაკობაშვილმა მსოფლიოში მომხდარი რევოლუციური ძვრები, მათი გამაერთიანებელი მუხტი და სამომავლო ტრანსორმაციის შესაძლებლობები საქართველოს 2003 წლის ვარდების რევოლუციის მაგალითზე განიხილა. ელჩმა აღნიშნა, რომ კონტექსტი, რომელიც რევოლუციებს მუხტს აძლევს ყველგან ერთნაირია. თუმცა ყველა მათგანი კონკრეტული პრობლემატიკითა და განვითარების შესაძლებლობებით ხასიათდება და შესაბამისად, ერთმანეთისგან ამითაც განსხვავდება.

საერთო მახასიათებლები კი მან ყველგან-შუა აზიიდან დაწყებული ახლო აღმოსავლეთის რევოლუციებით დამთავრებული-საზოგადოების საყოველთაო უკმაყოფილება დაასახელა არსებული სახელმწიფო მმართველობით, კორუფციის მაღალი დონითა და მოჭარბებული ორგანიზებული დაანაშაულით.

იაკობაშვილის განცხადებით, ქართული რევოლუციის უპირველესი მიღწევა უმოქმედო სახელმწიფოს გარდაქმნა იყო ფუნქციონირებად ქვეყნად. აქ, ქართველმა დიპლომატმა ქართული პოსტ რევოლუციური სახელმწიფოს წარმატებებზე ილაპარაკა კორუფციასთან ბრძოლის, თუ დანაშაულის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა ჩატარებული რეფორმების ეფექტურობას საქართველოს განვითარების მიზნით. ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუტები მან საქართველოს პოსტ რევოლუციური მთავრობის ყველაზე დიდ მონაპოვრად დაასახელა.

საუბარი იყო სირთულეებზეც, რომლებსაც, ელჩის თქმით, რევოლუციურ ფაზაში მყოფი სახელმწიფოს მეთაურები რეფორმატორული და პროაქტიური მიდგომის მიუხედავად რევოლუციის პერიოდის შემდეგ ცარიელი ბიუჯეტისა და არარსებული რესურსების პირობებში დაუპირისპირდნენ.

მისი განცხადებით, ქართულ რევოლუციას ცოტა რამ თუ ქონდა საერთო ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში მომხდარ ანალოგიურ მოვლენებთან . დიდი განსხვავება მისი თქმით იყო ის დაპირებები რომლებსაც ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებდნენ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მხრივ. მისი რწმენით, საქართველოს ასეთი დაპირებები არ მიუღია ათი წლის წინ და რომ დამსახურების მიხედვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების დაპირება, ზოგადად ცრუ განცხადებაა. ამის მაგალითია ნატო, რომელიც არა პროგრესის მიხედვით აფასებს აპლიკანტ ქვეყნებს, არამედ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს, თქვა იაკობაშვილმა.

ქართული პოსტ-რევოლუციური რეალობის ძალიან ზოგადი შეფასების შემდეგ, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილებას, პოლიციის და განათლების რეფორმების მოკლე მიმოხილვას ითვლიდა, ბატონმა იაკობაშვილმა პასუხი გასცა აუდიტორიიის კითხვას არსებული სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის შესახებ და მას შედარების გაკეთება სთხოვა რევოლუციამდელ სამოქალაქო ინსტიტუტებთან. აქ ელჩმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დღეს უფრო სუსტია, ვიდრე რევოლუციამდელი არასამთავრობო სექტორი. ამის მიზეზი ელჩის დასკვნით არის ის, რომ ბევრი ყოფილი მოღვაწე არასამთავრობო სექტორში, ახლა მთავრობაშია სადაც განვითარების და საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის კარგი საშუალება არსებობს.

იაკობაშვილის პრეზენტაციის შემდეგ, კომენტარი ვთხოვეთ შეხედრის ერთერთ მონაწილეს უნივერსიტეტის ექსპერტს საქართველოს საკითხებში სვანტე კორნელს, რომელმაც საქართველოში დღევანდელი სახელმწიფოს მთავარ ამოცანად, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგი დაასახელა:

ელჩ იაკობაშვილის მოსმენის შემდეგ, ჩვენთვის საინტერესო იყო გაცნობა კვლევასთან რომელიც ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სადაც დეტალურად არის შეფასებული საქართველოში მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა, მათი ეფექტურობა და ბოლოს, პრობლემები პოსტ რევოლუციის პერიოდში. ლაპარაკი გვაქვს მათ ახალ კვლევაზე, რომელმაც საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციაული სისტემის შეფასება მოახდინა. კველვის ფარგლებში განხორციელდა იმ 12 ძირითადი ინსტიტუტის სიძლიერის ანალიზი, რომლებსაც საკვანძო როლი აკისრიათ ქვეყანაში კეთილსინდისიერი მმართველობის დამკვიდრებისა და კორუფციის აღმოფხვრის მხრივ.

კველევის ზოგიერთ მნიშნველოვან დასკვნად დაფიქსირდა მნიშვნელოვნად გაძლიერებული აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი გაუმჯობესებული შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, თუმცა პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე, რაც ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა დონეებზე თანამდებობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების რისკს.

მარკ მალენი საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მართველი საბჭოს ხელმძღვანელია. ის კერძოდ ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში აშკარად არსებობს, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის პრობლემა და რომ სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა იზრუნოს ამ ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სხვა საყრდენი ინსტიტუტების შედარებითი სისუსტე: „ საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების ხარვეზები დამოუკიდებლობისა და აღმასრულებელ შტოზე ზედამხედველობის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების სისტემაში სერიოზული ნაკლოვანებები არსებობს. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან არასახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მაკონტროლებელ ფუნქციას უნდა ასრულებდნენ (მედია, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება) ამჟამად ანტიკორუფციული სისტემის ყველაზე სუსტ რგოლებს შორის არიან“-ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

XS
SM
MD
LG