ვიკილიკსი საკუთარ ვებ-გვერდზე ახალ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რის შედეგადაც ირკვევაა,რომ სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ ბაშირმა, ნავთობის ბიზნესში პირადი მოგების მიზნით, სახელმწიფო ხაზინიდან ცხრა მილიარდი დოლარი მიითვისა.
ჰააგის ტრიბუნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ბაშირმა ზემოხსნებული თანხა ლონდონის ერთერთ მსხვილ ბანკში გადარიცხა.
აღსანიშნავია,რომ სუდანის პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო თანხების დატაცების ფაქტები ემთხვევა სამხედრო დანაშაულის ბრალდების საქმეს, რომელსაც ჰააგის სასამართლო პრეზიდენტი ბაშირის წინააღდეგ განიხილავს.
სუდანის პრეზიდენტს ახალ სამხილთან დაკავშირებით, პირადად კომენტარი არა გაუკეთებია, თუმცა ორი სახელმწიფო მაღალჩინოსნის განცხადებით, ბრალდება არასწორია და ომარ ალ ბაშირი უდანაშაულოა.