ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეილსს ბრალი წაუყენეს


ბეილსი ბაზიდან გვიან ღამით გაიპარა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში 9 ბავშვი და 8 ზრდასრული ადამიანი მოკლა

38 წლის ამერიკის არმიის უფროს სერჟანტ რობერტ ბეილს სამართალდამცველებმა ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 17 ადამიანს მკვლელობასა და 6 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ 2 წელში დაიწყება.

ბეილსი, რომელიც ჯარში 11 წელი მსახურობდა, ყანდაარის პროვინციაში მდებარე ამერიკული ბაზიდან გვიან ღამით გაიპარა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში 9 ბავშვი და 8 ზრდასრული ადამიანი მოკლა. ამ ინციდენტმა ამერიკასა და ავღანეთს შორის არსებული ისედაც დაძაბული მდგომარეობა გააუარესა.

გარდაცვლილების ნათესავების ბეილსის ავღანეთში გასამართლებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG