პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის უფროსი დღეს ვაშინგტონში ჩამოდის. მისი ვიზიტი ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი
800-მილიონიანი სამხედრო დახმარების შეჩერებამ განაპირობა.
შეერთებულ შტატებში ერთდღიანი ვიზიტის განმავლობაში გენერალი აჰმედ შუჯა ფაშა ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს დაზვერვის კოორდინაციის საკითხებზეც გამართავს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაისში ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ დაიძაბა.
პენტაგონის სპიკერი, პოლკივნიკი დევიდ ლეპანი, აცხადებს, რომ აღთქმული სამხედრო დახმარების მესამედის შეჩერება, ისლამაბადის გადაწყვეტილების გამო მოხდა.
პაკისტანის მთავრობამ ამერიკელი სამხედრო მწვრთნელები ქვეყნიდან გააძევა და შეერთებულ შტატებთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.